ფეხბურთი

3:35 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საშინელი მსაჯობა, რონალდუ და 0:8

ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მეორე სათამაშო დღე უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა. “ბარსელონამ” გასვლაზე 0:8 (!!!) მოუგო “კორდობას”, ხოლო მადრიდის “რეალმა” დაძაბულ ბრძოლაში კრიშტიანო რონალდუს ჰეთ-თრიკით აჯობა “სევილიას” და ლიდერებს შორის სხვაობა კვლავ ორი ქულაა კატალონიელთა სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ “დალაქებმა” მიმდინარე სეზონში პირველად წააგეს შინ. ასევე აუცილებლად უნდა ითქვას მსაჯებისგან დაჩაგრულ “ატლეტიკოზე” – ხაიმე ლატრემ და მისმა თანაშემწეებმა “როხიბლანკოს” 3 გოლი არ ჩაუთვალეს. შედეგად, მადრიდულმა კლუბმა საჭირო ქულები დაკარგა.

დღის პირველი შეხვედრა “ნუევო არკანხელზე” შედგა. “კორდობამ” თითქმის მთელი ტაიმი გაძლო, მაგრამ ბოლოს მაინც გატყდა და 42-ე წუთიდან მასპინძელთათვის ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო. დარჩენილ 48 წუთში კატალონიურმა გრანდმა რვა გოლის გატანა მოახერხა. ლუის სუარესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, ლიონელ მესიმ დუბლი გაიფორმა, ხოლო ივან რაკიტიჩმა, ნეიმარმა და ხერარდ პიკემ თითო-თითოჯერ აიღეს ხუან კარლოსის კარის ბადე. აღსანიშნავია, ნეიმარის გოლი. ბრაზილიელმა თავის გამოჩენა პენალტით მოახერხა, როგორც წესი კი, 11-მეტრიანებს ლიონელ მესი ასრულებს, თუმცა არგენტინელი დიდსულოვნად მოიქცა და გოლი გუნდელს გაატანინა. არადა, მესი ლა ლიგის ბომბარდირობისთვის იბრძვის და შესაძლოა, ეს 1 ბურთი გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

დღის მეორე მატჩი “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც მადრიდის “ატლეტიკომ” ბასკური “ბილბაო” მიიღო და ქულები დაკარგა, რაშიც ლომის წვლილი მთავარ მსაჯს ხაიმე ლატრეს მიუძღვის, რომელმაც საკამათო სიტუაციაში ანტუან გრიზმანს ორი გოლი არ ჩაუთვალა და ფერნანდო ტორესის წაქცევის გამო პენალტი არ დანიშნა. ეს ეპიზოდები ნამდვილად საკამათო გახლდათ, აი ტიაგო მენდეშის გაუქმებულ გოლს რა ვუწოდოთ რთული სათქმელია. პორტუგალიელი სტუმართა რამდენიმე მცველზე უკან იმყოფებოდა და მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა სად დაინახეს, შესაძლოა თავადაც არ იციან. ასეა თუ ისე, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა და “ატლეტიკომ” საჭირო 2 ქულა დაკარგა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი “რამოს სანჩეს პისხუანზე” ჩატარდა, სადაც ჩემპიონთა ლიგის საგზურითვის მებრძოლმა “სევილიამ” მე-2 ადგილოსანი მადრიდის “რეალი” მიიღო და 2014 წლის თებერვალის შემდეგ შინ პირველად დამარცხდა. სტუმრებს პირველი შანსი მე-9 წუთზე ჰქონდათ, მაგრამ რონალდუს რიკომ აჯობა. მე-14 წუთზე უკვე ალექს ვიდალს ჰქონდა სახიფათო მომენტი, თუმცა მცველებმა განმუხტეს სიტუაცია. ანგარიში 36-ე წუთზე გაიხსნა, ისკომ მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა და რონალდუს თავზე დაასვა ბურთი, რომელმაც შანსი აღარ გაუშვა. ერთ წუთში სტუმრებმა მეორე გაიტანეს, ხავიერ ერნანდესმა კარგი პასი გააკეთა თავით, რონალდუმ რიკოს დაასწრო და სხვაობა გაიზარდა. მასპინძლებმა ყურები არ ჩამოყარეს და ტაიმის ბოლო წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს – ალექს ვიდალი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, რომელიც სერხიო რამოსმა წესების დარღვევით შეაჩერა. 11-მეტრიანი კარლოს ბაკამ ზუსტად შეასრულა და ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ნახევარი მასპინძელთა იერიშით დაიწყო და სტეფან მ’ბიას თავური ოდნავ ასცდა კასილასის კარს. მადრიდელთა საპასუხო შეტევას კი გოლი მოჰყვა, 68-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გარეტ ბეილმა მარჯვენა ფლანგზე რეიესი ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რონალდუმ აჯობა და თავური დარტყმით ჰეთ-თრიკი გაიფორმა. პორტუგალიელს მიმდინარე ჩემპიონატში 42 გოლი დაუგროვდა და ლიონელ მესის 2 გოლით ჯობნის. “დალაქები” არც ამჯერად დანებებულან და 79-ე წუთზე სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირეს. მარჯვენა ფლანგზე ალექს ვიდალმა კიდევ ერთხელ გაილაღა და ამჯერად მარსელო გააბითურა, შემდეგ ზუსტად ჩააწოდა და გოლი შეცვლაზე ერთი წუთით ადრე შემოსულმა ვისენტე იბორამ გაიტანა. ანდალუსიელებს გათანაბრებაც შეეძლოთ, 87-ე წუთზე ახლო მანძილიდან კევინ გამეირო ურტყამდა, რომელსაც კასილასმა აჯობა, ხოლო დამატებაზე დენის სუარესს პეპემ არ გაატანინა – 2:3. “რეალი” კვლავ “ბარსელონას” მისდევს, ხოლო “სევილიამ” ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსები ძალიან შეიმცირა (ლა ლიგიდან). იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი ოთხი მატჩიდან (“ეიბარი”, “რეალი”, “სელტა” და “ალმერია”) “ვალენსია” სამს მოიგებს, “დალაქებს” ოთხეულში შესვლის შანსი აღარ დარჩებათ.

დღის დასკვნითი შეხვედრა “რიასორზე” შედგა, სადაც ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა “დეპორტივომ” მე-6 ადგილოსანი “ვილიარეალი” მიიღო და ფრედ ეთამაშა. ხაუმე კოსტას გოლს, სელსო ბორგესმა უპასუხა ზუსტი დარტმით – 1:1. გალისიელები ძალიან ცუდ დღეში იმყოფებიან და დიდი შანსია, რომ ბოლო 5 წელიწადში მესამედ დატოვონ ლა ლიგა.

სევილია – რეალი 2:3 (1:2)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1):
ს.რიკო, კარისო, კოლოძიეჩაკი, ფიგეირაში (დ.სუარესი 70), ტრემულინასი, ბანეგა, კრიშოვიაკი (იბორა 78), მ’ბია, რეიესი, ვიდალი, ბაკა (გამეირო 78).
მწვრთნელი: უნაი ემერი

რეალი (4-4-2): კასილასი, ვარანე, პეპე, მარსელო (არბელოა 88), კარვახალი, რამოსი, კროოსი, ხამესი, ისკო (ილარამენდი 84), რონალდუ, ხ.ერნანდესი (ბეილი 66).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1;0:2;1:3 რონალდუ (36;37;68), 1:2 ბაკა (45+1 პენ.), 2:3 იბორა (79).
გაფრთხილებები: რეიესი, ტრემულინასი, კარისო, ვიდალი – რამოსი, კარვახალი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 18(5)-14(5), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-3

ატლეტიკო – ბილბაო 0:0

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, მირანდა, გოდინი, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო (საული 87), კოკე, რ.გარსია (თურანი 56), გრიზმანი, ფ.ტორესი (მანძუკიჩი 56).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ბილბაო (4-2-3-1): ერერინი, ლაპორტე, ეჩიტა, ბუსტინზა, დე მარკოსი, სან ხოსე, მ.რიკო, ირაოლა (უ.ლოპესი 58), იტურასპე (გურპეგი 84), უილიამსი, სოლა (გ.ფერნანდესი 67).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გაფრთხილებები: ფ.ტორესი, გოდინი – სან ხოსე, ბუსტინზა, ლაპორტე
გაძევება: ბუსტინზა 93.
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 10(3)-7(0), ჯარიმა: 8-20, კუთხური: 9-2, თამაშგარე: 7-2, სეივი: 0-3

კორდობა – ბარსელონა 0:8 (0:2)

კორდობა, “ნუევო არკანხელი”

კორდობა (4-1-4-1): ხ.კარლოსი, ი.ლოპესი, პანტიჩი, კრესპო (გუნინო 46), ედიმარი, კრინი, ლუსო (ეკენგი 58), ფიდელი, დეივიდი, ბებე (ვიკო 62), ანდონე.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო

ბარსელონა (4-3-3):
ბრავო, მასკერანო (მატიე 62), პიკე, ალვეში, ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა (ხავი 61), რაკიტიჩი (პედრო 69), ნეიმარი, მესი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 რაკიტიჩი (42), 0:2;0:4;0:8 ლ.სუარესი (45+2;53;88), 0:3;0:6 მესი (46;80), 0:5 პიკე (65), 0:7 ნეიმარი (85 პენ.).
გაფრთხილებები: ლუსო
მსაჯი: კლოს გომესი @
ბურთის ფლობა: 25%-75%, დარტყმა: 5(1)-27(11), ჯარიმა: 11-3, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-1

დეპორტივო – ვილიარეალი 1:1 (0:0)


ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, ლოპო (პ.ინსუა 84), სიდნეი, პაბლო, ლაურე, ბორგესი, ბერგენტინოსი, ლუისინიო (კუენკა 71), ხუანფრანი (ტოჩე 81), ლ.პერესი, რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი

ვილირეალი (4-4-2): ხ.კარლოსი, ბაილი (დორადო 74), რუისი, ჯოკიჩი (მ.გომესი 66), გასპარი, ტრიგეირასი, პინა, ხ.კოსტა, ჯონათანი, კემპბელი, ხ.მორენო (ვიეტო 55).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 ხ.კოსტა (48), 1:1 ბორგესი (50).
გაფრთხილებები: რიერა – გასპარი, ბაილი, ჯოკიჩი, რუისი, მ.გომესი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 9(3)-7(2), ჯარიმა: 15-12, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 5-7, სეივი: 1-2

თეგებილა ლიგა
0.351036