ფეხბურთი

22:29 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიას გოლი, ლობჟანიძის გაძევება

გერმანიის მესამე ლიგის 35-ე ტურში “ჰალეშერმა” შინ 2:1 დაამარცხა “რეგენსბურგი.” აკაკი გოგიამ მატჩი სრულად ჩაატარა, 30-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაზარდა. გოგიამ მიმდინარე სეზონში მე-11 გოლი გაიტანა. გერმანიის მესამე ლიგის 20 გუნდიან ჩემპიონატში “ჰალეშერი” 53 ქულით მე-7 ადგილზეა.

“უნტერჰაჰინგისა” და კოტბუსის “ენერგიას” მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. “უნტერჰაჰინგის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ლუკას ჰუფნაგელი, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. “უნტერჰაჰინგი” 36 ქულით მე-18 ადგილზეა.

რუმინეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურში “ბრაშოვი” შინ გიორგი ჭანტურიას გუნდს დაუზავდა (2:2). “კლუჟის” მწვრთნელმა ქართველი 75-ე წუთზე ჩართო თამაშში. რუმინეთის 18 გუნდიან ჩემპიონატში “კლუჟი” 24 ქულით მე-16 ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკი” შინ “ზენიტს” დაუზავდა (1:1). ჯანო ანანიძე განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. რუსეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკი” 43 ქულით მე-5 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში “მარიუპოლმა” შინ 1:0 დაამარცხა უშუალო კონკურენტი ლვოვის “კარპატი.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდნენ დაუშვილი და ჩაჩუა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა სრულად ითამაშა, ამბროსი ჩაჩუა კი 62-ე წუთზე შეცვალეს. უკრაინის 14 გუნდიან ჩემპიონატში “კარპატი” 10 ქულით ბოლო ადგილზეა.

ლუგანკსის “ზორიამ” შინ 4:2 დაამარცხა დონეცკის “მეტალურგი.” გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა ჯაბა ლიპარტია, რომელიც 70-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. “ზორია” 37 ქულით მე-4 ადგილზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის პირველ ექვსეულში “აპოელმა” შინ 3:2 დაამარცხა “ომონია.” სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა უჩა ლობჟანიძე, რომელმაც 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 24-ე წუთზე კი გააძევეს. “ომონია” 50 ქულით მე-4 ადგილზეა.

ლიტვის ა ლიგის მე-11 ტურში “ტრაკაიმ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “კრუოხა.” გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ ბესო ამაშუკელი, ხოლო ნიკა აფაქიძე 85-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ამ დროისთვის ლიტვის 10 გუნდიან ჩემპიონატს “ტრაკაი” 28 ქულით ლიდერობს.

ესტონეთის მეისტრლიგის მე-9 ტურში “ლევადიამ” სტუმრად 1:0 დაამარცხა “ფლორა.” “ფლორას” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ზაქარია ბეგლარიშვილი, რომელმაც 66-ე წუთზე დატოვა მინდორი. “ფლორას” მწვრთნელმა 78-ე წუთზე ირაკლი ლოგუა ჩართო თამაშში. ესტონეთის 10 გუნდიან მეისტრლიგაში “ფლორა” 21 ქულით მეორე ადგილზეა.

0.116312