სხვა

17:33 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საუკუნის ბრძოლის” წინ მეივეზერმა და პაკიაომ წონები დააფიქსირეს

3 მაისს, თბილისის დროით დილის 6:00 საათზე MGM Grand Garden Arena-ში რინგზე ერთმანეთს ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი და ფილიპინელი მენი პაკიაო დაუპირისპირდებიან. “საუკუნის ბრძოლის” წინ მოკრივეებმა წონები დააფიქსირეს.

38 წლის ამერიკელმა სასწორზე 146 ფუნტი (66.7 კგ) დააფიქსირა, ხოლო 36 წლის ფილიპინელმა - 145 ფუნტი (65.8 კგ).

ლას ვეგასში გასამართ დაპირისპირებას გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან. მეივეზერი და პაკიაო ერთმანეთში WBA-ს WBC-ს და WBO-ს ვერსიებით ნახევრად საშუალო წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის შეერკინებიან.

ფილიპინელმა მოკრივემ, WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონმა კარიერის განმავლობაში 64 დაპირისპირება გამართა 57 მოიგო, აქედან 38 ნოკაუტით. 5 მათგანში დამარცხდა, ხოლო ორიც ფრედ დაასრულა. ამერიკელმა მეივეზერმა, WBA-ს და WBC-ს ვერსიებით ჩემპიონმა 47 ბრძოლა გამართა, არცერთი წაუგია და 26 ნოკაუტით მოიგო.

აწონვას 11 500 გულშემატკივარი დაესწრო, სადაც ყველაზე დაბალი ფასის ბილეთი 10 დოლარი ღირდა, ხოლო გამორჩეული ადგილების ფასი 800 ამერიკული დოლარი. გადამწყვეტ ბრძოლას კი 16 500 მაყურებელი უნდა დაესწროს.

0.229463