კალათბურთი

17:25 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობი ბარიანტი: “MVP ჰარდენი უნდა გახდეს”

ლოს ანჯელეს “ლეიკერსის” ლეგენდის კობი ბრაიანტის აზრით, წლევანდელი სეზონის MVP-ის (ყველაზე სასარგებლო მოთამაშე) ტიტულს “ჰიუსტონ როკეტსის” ლიდერი ჯეიმს ჰარდენი იმსახურებს.

“რთული არჩევანია, მაგრამ მე MVP-ის ტიტულს ჯეიმს ჰარდენს მივანიჭებდი, რადგან ჰადენი მარტო იგებს თამაშებს, ის გუნდის უდავო ლიდერია”- განაცხადა ბრაიანტმა.

რეგულარული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშის ტიტულზე ჰარდენის მთავარი კონკურენტი “გოლდენ სტეიტის” გამთამაშებელი სტეფ კარია. მიმდინარე სეზონში ჰარდენი საშუალოდ ერთ მატჩში 27.4 ქულას, 5.7 მოხსნას და 7 პასს აგროვებს. კარი კი - 23.8 ქულას, 4.3 მოხსნას და 7.7 პასს. კარის “გოლდენ სტეიტმა” რეგულარულ სეზონში (67 მოგება, 15 წაგება) ორივე კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

0.105124