სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილი ტარიელ ხეჩიკაშვილი, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში ხვდება. როგორც ტელეკომპანია “იმედი” იტყობინება, შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილს არ იცნობს და მისი კანდიდატურის სიღრმისეული განხილვა საჭირო იყო.
შოთა ხაბარელი (პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე): “ამ პიროვნებას არ ვიცნობთ, მაგრამ ვინც იცნობს, მის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა. მას აქვს ურთიერთობა სპორტთან, აქვს საფეხბურთო კლუბი და ამით შემოვიფარგლეთ. უკეთესი იქნებოდა დასახელებული კანდიდატურა უფრო სიღრმისეულად განგვეხილა. ახალ მინისტრს საკადრო პრობლემების გადახედვას ვურჩევ.”
გუშინ შოთა ხაბარელმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ხეჩიკაშვილმა სპორტის სამინისტროს წინაშე არსებული პრობლემები კარგად იცის და საუკეთესო მინისტრი იქნება.