ფეხბურთი

14:45 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ლაკაზეტის ტრანსფერში 15 მილიონს იხდის

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლიონის “ოლიმპიკის” თავდამსხმელმა ალექსანდრე ლაკაზეტიმ შესაძლოა კარიერა ლონდონის “ჩელსის” რიგებში გააგრძელოს. ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

“ლიონის” აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს წარმატებული სეზონი უდგას. 2014/15 წლების სეზონში მან 37 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 23 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასმა კი 11.5 მილიონიდან 20 მილიონ ევრომდე აიწია.

ახალგაზრდა მოთამაშე ლიგა 1-ში 26 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და მეორეადგილოსან ანდრე-პიერ ჟინიაკს 6 გოლით უსწრებს.

0.111022