ფეხბურთი

13:15 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გუარდადო პსვ-ს ფეხბურთელია 

ჰოლანდიურმა პსვ-მ “ვალენსიას” 28 წლის ფეხბურთელ ხუან გუარდადოსთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაშიც სამი მილიონი ევრო გადაიხადა.

გუარდადო 2012 წლიდან “ვალენსიას” საკუთრებაა, მაგრამ ესპანურმა გუნდმა ჯერ “ლევერკუზენში” გაანათხოვრა, შემდეგ პსვ-ში. ახლა კი ჰოლანდიურმა კლუბმა მექსიკელი 3 მილიონად შეიძინა.

გუადრადო პსვ-ში 2014 წლიდან თამაშობს. ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის 2007-12 წლებში “დეპორტივოს” ღირსებას იცავდა. ანდრესი 2005-წლიდან მექსიკის ნაკრების წევრია, სადაც 113 მატჩში 15 გოლი გაიტანა.

0.116605