უზბეკეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ფახთაქორმა" შინ 1:0 დაამარცხა "ნავბაჰორი." მასპინძელთა განაცხადში მოხვდა კახა მახარაძე, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე ანდრეევმა გაიტანა. უზბეკეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში "ფაქთაქორი" 13 ქულით მე-5 ადგილზეა.
ლიტვის ა ლიგის მე-11 ტურში სპირის "კაუნასმა" შინ 2:1 დაამარცხა "შიაულიაი." დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა თამაზ ჩარგეიშვილი. ქართველმა მოთამაშემ 58-ე წუთზე დატოვა მინდორი. ლიტვის 10 გუნდიან ჩემპიონატში "შიაულიაი" 3 ქულით ბოლო ადგილზეა.
საფრანგეთის ნაციონალურ ლიგაში "პარიზმა" შინ 2:0 დაამარცხა "კოლმარი." მასპინძელთა შემადგენლობაში ამირან სანაიას არ უთამაშია. 18 გუნდიან ჩემპიონატში "პარიზი" 61 ქულით მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ ლიგა 2-ში თამაშის უფლებას მოიპოვებს.