ჩოგბურთი

23:41 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მარცხი წყვილთა ნახევარფინალში

ქართველი სოფო შაფათავას და ბელარუსი სვიატლანა პირაჟენკას წყვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ვისბადენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) თამაშობდა, ასპარეზობას ნახევარფინალში გამოეთიშა.

შაფათავამ და პირაჟენკამ მეოთხედფინალში ჩეხებს – კუნჩიკოვას და სტუჩლას 5:7, 6:2, 10:4 სძლიეს, ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში კი პირველი რეიტინგის მქონე გერმანულ-შვეიცარიულ დუეტთან (დანიელსი-გოლუბიჩი) 2:6, 2:6 დამარცხდნენ.

0.134614