იტალიური “მილანის” ფრანგი თავდამსხმელ ჟერემი მენეზისთვის ფაქტობრივად მიმდინარე სეზონი დასრულებულია. მენეზი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ოთხმატჩიანი დისკვალიფიკააციით დასაჯა, სერია A-ს დასრულებამდე კი 5 ტურიღა დარჩა, რაც იმას ნიშნვას, რომ ფილიპო ინძაგის გუნდის ლიდერის გამოყენება მხოლოდ ჩემპიონატის ბოლო ტურში შეეძლება.
ჟერემი მენეზი “ჯენოასთან” მატჩის 72-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ორი ყვითელი ბარათის გამო გააძევა. ფეხბურთელისადმი ასეთი მკაცრი სასჯელი კი იმითაა გამოწვეული, რომ ფრანგმა მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება ემოიციურად გააპროტესტა.
აღსანიშნავია, რომ 27 წლის თავდამსხმელს თამაშის წესი მეორე ყვითელი ბარათის ეპიზოდში მართლაც არ დაურღვევია და მასზე მეტად იმ ეპიზოდში დამნაშავე მისი თანამემამულე ფილიპი მექსე გახლდათ.
მენეზმა წლეულს სერია A-ში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა.