ფეხბურთი

21:37 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მალაგა” პოცოთი დაინტერესდა

როგორც eldesmarque იუწყება, “მალაგა” 19 წლის ესპანელი მოთამაშის ხოსე ანხელ პოცოთი დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, “მალაგა” თანახმაა ფეხბურთელი არენდის წესით დაიმატოს. მოთამაშე რამდენიმე წელი მადრიდის “რეალის” საფეხბურთო სკოლაში თამაშობდა, 2012 წლიდან კი “მანჩესტერ სიტის” წევრია. ესპანელმა პელეგრინის გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, თუმცა მეტწილად სარეზერვო გუნდში თამაშობს, რომელსაც პატრიკ ვიეირა წვრთნის.

გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პოცოს დამატება არენდის წესით “ვილიარეალს,” “ხეტაფეს,” “რაიო ვალეკანოსა” და “ალმერიას” სურდათ, თუმცა პოცოს ესპანეთში დაბრუნება არ შედგა.

0.119445