სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

19:16 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გურიამ” “ზუგდიდი” გაანადგურა

პარასკევს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა. ქობულეთში “შუქურამ” მოულოდნელად “მერანთან” წააგო. “გურიამ” კი “ზუგდიდს” შინ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი მიითვალა ლანჩხუთელმა ვილი ისიანმა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები შაბათს გაიმართება.

1 მაისი

შუქურა (ქობულეთი) მერანი (მარტვილი) 1:3 (0:1)

0:1 დათა წულაია (38), 0:2 ლაშა ჯღამაია (50), 1:2 თორნიკე თუხარელი (61), 1:3 ვაჟა ქიქავა (90)

გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი 5:0 (2:0)

1:0 კობა შალამბერიძე (10), 2:0 ალექსანდრე კოშკაძე (15), 3:0, 4:0 ვილი ისიანი (55, 71), 5:0 ერეკლე კილაძე (75)

2 მაისი

სამტრედიაკოლხეთი (ფოთი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:00

მსაჯები: ი. კვირიკაშვილი, მ. კუპატაძე, ი. კაკაბაძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

სიონი (ბოლნისი) – ცხინვალი

გორი. “თენგიზ ბურჯანაზე.” 17:00

მსაჯები:გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში:1:2

მეტალურგი (რუსთავი) – დილა (გორი)

რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

მსაჯები:გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ზვ. ერქვანია, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული:გივი ქარქუზაშვილი (დილა)

პირველ წრეში:2:3

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (ბათუმი)

ივანწმინდა. ცენტრალური. 17:00

მსაჯები:ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი, დ. სანოძე, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები:თეიმურაზ შონია, ბექა ვარშანიძე (ორივე – დინამო)

პირველ წრეში:0:0

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი)

თბილისი. “დინამო არენა.” 17:00

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, ა. ნონიკაშვილი, შ. ქუხილავა, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებული: ოთარ კაკაბაძე (დინამო)

პირველ წრეში:2:1

მეგოლეები:

12 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

10 – ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

9 - ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი), გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.131908