ლონდონის “ტოტენჰემი” ლა ლიგის კლუბ “ალმერიას” მეკარე ჟულიან კუესტას შეძენით დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, უგო ლორისის დამატებას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობს, ასევე ინტერესს იჩენს მადრიდის “რეალი”, კუესტა კი ფრანგის შემცვლელად მოიაზრება.
ჟულიან კუესტა “სევილიას” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, თუმცა ძირითად გუნდში ვერ დამკვიდრდა. იმ დროს მისი კონკურენტები გამოცდილი ესპანელი მეკარეები ანდრეს პალოპი და დიეგო ლოპესი იყვნენ.
24 წლის მეკარე 2014 წლიდან “ალმერიას” წევრია. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ლონდონური კლუბის ყურადღებაც დაიმსახურა.