ესპანეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” მეკარემ იკერ კასილიასმა განაცხადა, რომ კლუბიდან აბარგებაზე არ ფიქრობს. 33 წლის გოლკიპერმა “არსენალში” შესაძლო გადასვლაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “სად უნდა წავიდე, რომელიც “რეალზე” უკეთესი კლუბი იქნება?”
“სამეფო გუნდის” გულშემატკივრები ბოლო პერიოდში იკერს არასტაბილური თამაშის გამო აკრიტიკებენ. ამის გათვალისწინებით ევროპული მედია ესპანელს რამდენიმე გუნდს უკავშირებს.
მიმდინარე სეზონში 33 წლის მეკარემ 42 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 36 გოლი და 20 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.