ბოლო წლებში ესპანეთში მადრიდის “რეალის” და კატალონიის “ბარსელონას” მიერ სატელევიზიო კომპანიებიდან მიღებულ თანხებზე დაწესებული მონოპოლია ამიერიდან აღარ იარსებებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობამ 30 აპრილს მიიღო.
ესპანეთის ორი უდიდესი კლუბი სატელევიზიო ტრანსლაციებიდან 150 მილიონ ევროს იღებდა, ჯამში სამჯერ მეტს ვიდრე პრიმერადივიზიონის დანარჩენი 18 გუნდი. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ტელევიზიებიდან მიღებული თანხის 50% ყველა გუნდზე თანაბრად გადანაწილდება.
დარჩენილი პროცენტის უმეტესი წილი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჯამში უკეთესი შედეგის მქონე გუნდებს გადაეცემათ და ისეთი გუნდებს, რომლის თამაშის დროსაც რეკლამა უფრო განთავსდება და საზოგადოებრივი მოთხოვნილებაც მაღალი იქნება.
ლოგიკურია, “რეალი” და “ბარსელონა” ახალი ხელშეკრულების მიხედვითაც ბევრს მიიღებენ, რადგან მათი პოპულარობა და წარმატებულობა ესპანეთში გამოკვეთილია. ამავდროულად, დარჩენილ გუნდებს პროცენტულად უფრო მეტი შეხვედებათ, რაც ესპანეთის მთავრობამ პოზიტიურად შეაფასა.