1-3 მაისს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში მოფარიკავეთა მსოფლიოს თასის გათამაშება ჩატარდება. შეჯიბრებაზე, რომელშიც 205 მოფარიკავე მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს ნაკრებიც გამოვა. ეროვნულ გუნდს მერაბ ბაზაძე თავკაცობს.
მსოფლიოს თასი რიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებსაც იძლევა, ამიტომ ჩვენი მოფარიკავეებისთვის ორმაგი დატვირთვა აქვს.
ეროვნული გუნდი ტურნირზე ასეთი შემადგენლობით წარსდგება – სანდრო ბაზაძე, მიხეილ მარდალეიშვილი, ლუკა ობოლაძე და საბა სულამანიძე. ქართველი მოფარიკავეები როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გამოვლენ.
მადრიდში ქართულ დელეგაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაგეგმვისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი ზურაბ ბაქრაძე ხელმძღვანელობს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური