ფეხბურთი

13:25 | 1.05.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ტოტი: “რომასთან პრობლემა არ მაქვს”

იტალიური “რომას” კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ საკუთარ ოფიციალურ ბლოგზე დაწერა, რომ “რომასა” და მას შორის არასდროს წარმოქმნილა რაიმე სახის პრობლემა და რომ იგი “ჯალოროსის” მაისურის ფერების ტარებით ბედნიერია.

“მინდა სიმართლე ვთქვა – ჩემი კონტრაქტის შეცვლა არასდროს მდომებია და “რომასთან” პრობლემა არასდროს მქონია. მისი მაისურის ფერების ჩაცმა ჩემთვის ნამდვილი ვნებაა. ყოველთვის დავუკრავ ტაშს “რომას”, მნიშვნელობა არ აქვს მოედანზე ვიქნები, სათადარიგო სკამზე თუ ტრიბუნაზე”, - ამბობს ტოტი.

ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ “რომა” ტოტის ამჟამინდელ კონტრაქტს, რომელიც 2016 წლის ზაფხულში იწურება, აღარ გაუხანგრძლივებს. ტოტი “სტადიო ოლიმპიკოზე” 1992 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და სხვა გუნდის რიგებში არც არასდროს უთამაშია.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:22 | 25.10.2013
mushni (93569)

ცოდვაა..... მოდი

13:03 | 24.10.2013
kelbo (7279)

იმ რამდენიმე ამოტივტივებული ქალის სურათები მაინც დაგედოთ, ცოტა აზრი მიეცემოდა ამ სტატიაზე შემოსვლას

19:55 | 25.10.2013
dato.nanava (2529)

აჰაჰა

12:27 | 24.10.2013
lukamera (321)

ერთი მაგისიც.რაში გვაინტერესებს ესეთი ამბები

19:54 | 25.10.2013
dato.nanava (2529)

ადმინს აინტერესებს და გვიდებს

00:21 | 25.10.2013
mushni (93569)

მემარჯვენეა ჭაბუკობიდანDD

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063192