ფეხბურთი

13:06 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” მზადაა ბეილში 100 მილიონი გადაიხადოს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ უელსის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” შემტევი გარეთ ბეილი “სამეფო გუნდის” დატოვებას გადაწყვეტს, “მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

უელსელის გადაბირებით ლუის ვან გაალია დაინტერესებული. თუ ბეილი ზაფხულში ინგლისში დაბრუნდება, იგი პრემიერლიგის და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერის ავტორი გახდება.

მიმდინარე სეზონში უელსელმა 43 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონ ევროს შეადგენს. გარეთს მადრიდელებთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.124915