კალათბურთი

12:00 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერიის ბედი ლოს ანჯელესში გადაწყდება (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2 მატჩი გაიმართა.

“მილუოკი ბაქსი” შინ “ჩიკაგოსთან” 66:120 განადგურდა. სერია “ხარებმა” 4:2 მოიგეს და კონფერენციის ნახევარფინალში “კლივლენდ კავალიერს” დაუპირისპირდებიან, რომელმაც “ბოსტონს” სერია მშრალზე 4:0 მოუგო.

“სან ანტონიო” ტეხასში “კლიპერსს” შეხვდა. სერიას ჩემპიონები 3:2 იგებდნენ და სახლში მოგების შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე გადიოდნენ. თუმცა, “სან ანტონიომ” სერიის მეექვსე მატჩი 96:102 დათმო და ანგარიში 3:3 გახდა. “სპურსში” მარკო ბელინელი 23 ქულით გამოირჩა, იტალიელმა გამთამაშებელმა 11-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. “კლიპერსში” საუკეთესო ბლეიკ გრიფინი გახლდათ - 26 ქულა და 12 მოხსნა. სერიის გადამწვეტი მეშვიდე შეხვედრა 3 მაისს ლოს ანჯელესში გაიმართება.

“მილუოკი ბაქსი” – “ჩიკაგო ბულზი” 66:120 (16:34, 17:31, 19:26, 14:29)

“მილუოკი”: ფაჩულია (8 ქ. 3 მ. 1 პ.), ბეილესი (7 ქ.), ილიასოვა (7 ქ.), მიდელტონი (6 ქ.), ო’ბრაიანტი (6 ქ.), დადლი (6 ქ.), ატეტოკუნმპო (5 ქ.), ენისი (5 ქ.), მაიო (4 ქ.), ჰენსონი (4 ქ.), კარტერ-უილიამსი (3 ქ.), პლამლი (3 ქ.), გუტიერესი (2 ქ.)

“ჩიკაგო”: დანლივი (20 ქ. 5 პ.), პასოლი (19 ქ. 8 მ.), ბატლერი (16 ქ.), როუზი (15 ქ. 7 პ. 5 მ.), ნოა (11 ქ. 10 მ.), გიბსონი (9 ქ.), ბრუქსი (8 ქ.), ჰაინრიხი (5 ქ.), სნელი (5 ქ.), მური (3 ქ.), მიროტიჩი (2 ქ.), მოჰამედი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=KAes4xmxbdU

“ჩიკაგომ” სერია 4:2 მოიგო

“სან ანტონიო” – “კლიპერსი” 96:102 (26:26, 25:25, 21:25, 24:26)

“სან ანტონიო”: ბელინელი (23 ქ.), დიაო (17 ქ. 5 პ.), დანკანი (12 ქ. 13 მ.), ლეონარდი (12 ქ. 7 მ.), სპლიტერი (9 ქ. 10 მ.), პარკერი (8 ქ. 7 პ.), გრინი (7 ქ.), მაილსი (5 ქ.), ჯინობილი (3 ქ.)

“კლიპერსი”:გრიფინი (26 ქ. 12 მ. 6 პ. 4 ბ.), პოლი (19 ქ. 15 პ.), რედიკი (19 ქ.), ჯორდანი (15 ქ. 14 მ.), კროუფორდი (10 ქ.), ბარნსი (8 ქ.), რივერსი (3 ქ.), დევისი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=UsioxGdY80U

სერიაში ანგარიში 3:3

0.113733