კალათბურთი

11:00 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 8 ქულა და “მილუოკი ბაქსის” სამარცხვინო მარცხი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” პლეი ოფის მეექვსე მატჩში შინ “ჩიკაგო ბულზს” დაუპირისპირდა და 54-ქულიანი სხვაობით 66:120 განადგურდა. “მილუოკმა” საკუთარ დარბაზში, თავისი პლეი ოფების ისტორიაში, ყველაზე დიდი ანგრიშით წააგო. სხვაობა კიდევ 4 ქულით მეტი რომ ყოფილიყო, ვისკონსინელები ნბა-ს პლეი ოფების ყველა დროის ანტირეკორდს გაიმეორებდნენ. 1956 წელს “სენტ ლუისმა” შინ “მინესოტასთან” 75:133 წააგო.

ზაზა ფაჩულია სასატარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 17 წუთი და 33 წამი დაჰყო. ფაჩულიამ “მილუოკელთა” რიგებში ყველაზე მეტი 8 ქულა ჩააგდო, რასაც 3 მოხსნა და 1 პასიც შემატა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 4 საჯარიმო სროლა გამოიყენა.“ჩიკაგოში” 20 ქულით მაიკლ დანლივი გამოირჩა.

ამრიგად ზაზასთვის სეზონი დასრულდა. ფაჩულია მიმდინარე სეზონში საშუალოდ ერთ მატჩში 8.3 ქულას, 6.8 მოხსნას და 2.4 პასს აკეთებდა. საბოლოო ჯამში, ქართველმა ცენტრმა კარგი სეზონი ჩაატარა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზაზამ “ბრუკლინთან” მატჩში მეტოქის ფარზე ბურთი 18-ჯერ მოხსნა და ამით ნბა-ს 21-ე საუკუნის რეკორდი დაამაყარა.

0.11566