ფეხბურთი

0:37 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოროზიას გასვლითი გამარჯვება

ნორვეგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში “სტაბეკმა” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ტრომსო.” გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელიც თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. ნორვეგიის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 10 ქულით მე-5 ადგილზეა.

იტალიის სერია ა-ს 33-ე ტურში “ემპოლიმ” შინ 4:2 დაამარცხა “ნაპოლი.” ლევან მჭედლიძე განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია. იტალიის სერია ა-ს 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 38 ქულით მე-15 ადგილზეა.

0.116376