ფეხბურთი

0:44 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაული მალდინის, მესისა და "იუვენტუსს" აქებს

მადრიდის “რეალისა” და ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ რაულ გონსალეს ბლანკომ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. ამერიკული “კოსმოსის” ფორვარდი “რეალისა” და ტურინის “იუვენტუსის” მოახლოვებული დაპირისპირების თემას შეეხო, გარდა ამისა, მან პაოლო მალდინისა და ლიონელ მესის შესახებ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“საუკეთესო მცველი ვის წინააღმდეგაც მითამაშია უდაოდ პაოლო მალდინია. იგი ძლიერი, ელეგანტური მოთამაშე იყო – აგრძელებს რაული, - მახსოვს, თუ რამდენად რთული იყო მის საპირისპიროდ თამაში. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. გარდა ამისა, პაოლო მოედნის მიღმაც დიდებული ადამიანია.

“რეალისთვის” რთული თამაში იქნება, რადგან “იუვენტუსი” ძალიან ძლიერია და ტალანტებიც მრავლად ჰყავს, თუმცა იმედი მაქვს, რომ “სამეფო კლუბი” ბერლინის საგზურს მოიპოვებს.

ლიონელ მესი? – უბრალოდ, ერთადერთი სახელი, როგორც სამარადისო ვარსკვლავი”, - თქვა რაულმა.

0.115026