ჭადრაკი

0:11 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნონა გაფრინდაშვილი: “საქართველო კვლავ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეა”

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების მიერ მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მოგებას მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილიც გამოეხმაურა.

“ჩვენს გოგონებს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას! ვულოცავ ნაკრების მწვრთნელებს, ფედერაციას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა მათ მომზადებაში! ძალიან მიხარია, რომ 7- წლიანი პაუზის შემდეგ საქართველო კვლავ უმაღლეს კვარცხლბეკზეა!”.

0.116217