სხვა

23:45 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" პრეზიდენტი შესაძლოა სპორტის მინისტრი გახდეს

როგორც “მოამბე” იუწყება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ტარიელ ხეჩიკაშვილის კანდიდატურა განიხილება. ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ “საბურთალოს” პრეზიდენტი და “იბერია ბიზნეს ჯგუფის” ხელმძღვანელია.

ტარიელ ხეჩიკაშვილის გარდა ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძისა და ირაკლი დოლაბერიძის კანდიდატურებსაც მოიაზრებენ. თალაკვაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა, დოლაბერიძე კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ხვალ გავიგებთ. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ახალ მინისტრს მაისის პირველ დღეს, დილის 10 საათზე დაასახელებს.

0.112213