ამერიკელმა კალათბურთელმა მეტ ლოესკიმ დაადასტურა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბელგიის ეროვნული ნაკრების ღირსებას დაიცავს. 29 წლის ლოესკი ბელგიის ჩემპიონატში 6 წლის განმავლობაში თამაშობდა და ამ ქვეყნის მოქალაეობაც მიიღო, ახლა კი, ბერძნული “ოლიმპიაკოსის” ღირსებას იცავს.
ცნობისთვის, მეტი პირეოსულ გრანდში 2013 წლის ზაფხულში გადაბარგდა და მას შემდეგ, ორ სეზონში მისი საშუალო მონაგარი 11.1 ქულაა. ამერიკელ მცველს ევრობასკეტ-2013-ზეც უნდა ეთამაშა, თუმცა, სლოვენიაში დაგეგმილ ტურნირამდე 1 კვირით ადრე დაშავდა და შეჯიბრის მიღმა დარჩა.
შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის პირველობა 5-20 სექტებერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება. ბელგიელებს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩასვლა მოუწევთ, სადაც მეტოქეებად, მასპინძელთა გარდა, ლიტვა, ესტონეთი, ჩეხეთი და უკრაინა ეყოლებათ.