“საუთჰემპტონის” მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის თქმით, უახლოეს 10 დღეში გაირკვევა ნათან კლაინის მომავალი.
“ვესაუბრეთ ფეხბურთელსა და მის აგენტს. უახლოეს 10 დღეში მოთამაშის აგენტი გვეტყვის საბოლოო პასუხს, კლაინი დარჩება კლუბში თუ სხვაგან გააგრძელებს კარიერას”, - განაცხადა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა Daily mail-თვის მიცემულ ინტერვიუში.
“კლუბი მაქსიმალურად ცდილობს კარგი პირობები შესთავაზოს კლაინს. ფეხბურთელი “საუთჰემპტონში” ყოფნით ბედნიერია, თუმცა საბოლოო პასუხის მოლოდინში ვართ”, - დაასრულა კუმანმა.
კლაინმა მიმდინარე სეზონის პრემიერლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. “საუთჰემპტონი” პრემიერლიგაში 57 ქულით მე-7 ადგილზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოდეეე პაპასთან!
კაცმა თავისი პირით თქვა რომ ლიგაზე უნდა თამაში და თავისთავად ცხადია სოტონში ამას ვერ მიაღწევს და წამოვა იქ სადაც აიხდენს მიზანს