როგორც დორტმუნდის “ბორუსიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ილქაი გიუნდოგანი გერმანულ კლუბთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. გავრცელებული ინფორმაციით, გიუნდოგანის შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” სურთ.
Sky Sports-ის ცნობით, ვან გაალის გუნდი ფეხბურთელში 21,5 მილიონი გირვანქას გადახდას აპირებს. ბოლო დროს გერმანელის მიმართ ჰოლანდიელი მწვრთნელის ინტერესის შესახებ არაერთხელ გაიჟღერა, ყველაზე რეალურ ვარიანტად გიუნდოგანის “მანჩესტერში” გადასვლა მიიჩნევა.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელს “ბორუსიასთან” კონტრაქტის ვადა შემდეგი სეზონის ბოლოს ეწურება. 24 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.