ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ ფლორენციის “ფიორენტინასთან” მატჩში “იუვეს” შემადგენლობაში მე-300 შეხვედრა ჩაატარა. ამ მაჩვენებლით იგი დღევანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ ორ ფეხბურთელს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ჯორჯო კიელინის ჩამოუვარდება.
მარკიზიო “ბებერი ქალბატონის” სკოლის აღზრდილია და დიდ გუნდში დებიუტი 2006 წელს ჰქონდა. მას შემდეგ კი მხოლოდ “ბიანკონერის” ღირსებას იცავს, ერთი სეზონის გამოკლებით - 2007-2008 წლების სეზონში იგი იჯარით “ემპოლიში” თამაშობდა.