როგორც Marca იუწყება, “ლივერპულს” დენის ჩერიშევის შეძენა სურს. რუსი მოთამაშე მადრიდის “სამეფო კლუბის” საკუთრებაა და განათხოვრების წესით “ვილიარეალში” თამაშობს. მადრიდის “რეალი” რუსი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ გირვანქას ითხოვს, თუმცა შესაძლოა 25 მილიონადაც შეელიოს ახალგაზრდა შემტევს.
დენისი ცნობილი რუსი მოთამაშის, დმიტრი ჩერიშევის შვილია. მიმდინარე სეზონში დენისმა “ვილიარეალის” მაისურით ლა ლიგის 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. იგი 2012 წლიდან რუსეთის ეროვნული ნაკრების წევრია.