ფეხბურთი

19:09 | 30.04.2015 | ნანახია 1111 - ჯერ

 “ბორნმუთი” ოსტინით გაძლიერდება

როგორც ინგლისური წყაროებიდან ვიგებთ, პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის - ჩარლი ოსტინის დამატება “ბორნმუთს” სურს. “ბორნმუთი” ჩემპიონშიფში მეორე ადგილზე იმყოფება და მისი აღზევება პრემიერლიგაში გადაწყვეტილია. ოსტინის შესახებ ქპრ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრის რემსიმ ისაუბრა.

“ოსტინის გაშვებას არ ვაპირებთ. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამჟამად გუნდი რთულ სიტუაციაშია, პრემიერლიგაში დარჩენისთვის ვიბრძვით, ამგვარ თემებზე საუბარი კი ფეხბურთელს კონცენტრაციას დააკარგვინებს. სეზონის შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი”, – აღნიშნა მწვრთნელმა.

პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში ოსტინი 17 გოლით მეოთხე ადგილზეა, პირველზე მყოფ აგუეროს კი ოთხი გოლით ჩამორჩება.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ქპრ 27 ქულით მე-19 ადგილზეა, მე-17 ადგილზე მყოფ “სანდერლენდს” კი ოთხი ქულით ჩამორჩება. ჩემპიონატის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:25 | 01.05.2015
stoikovich (5984)

რაღაც ძალიან ბაქიბუქობს ბორნმუთი, ვნახოთ შეიძლება გაძლიერდეს.

23:14 | 30.04.2015
Akaki Chkadua (275)

მთლად მანჩესტერები და ჩელსების დონე ვერაა მარა ბორნმუთზე ძლიერ გუნდს კი იმსახურებს მაგალითად ნიუკასლს მოუხდებოდა ჩემი აზრით ან ასტონ ვილა დიდი ალბათობით ბენტეკეს დიდხანს ვერ შეინარჩუნებს ანდაც იგივე ევერტონი... აქ ნამდვილად გაქაჩავდა არაა ცუდი ფორვარდი

0.135755