წარსულში ცნობილი ფეხბურთელი პიერ ვან ჰოიდონკი კვლავ ფეხბურთში მოღვაწეობს. 45 წლის ჰოლანდიელი ამჟამად საფეხბურთო აგენტია. მისი ერთ-ერთი კლიენტი თურქი ფეხბურთელი ნადირ ჩიფჩია, რომელიც შოტლანდიის “დანდი იუნაიტედში” თამაშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩიფჩის შეძენა გლაზგო “სელტიკს” სურს. ამ თემაზე ისაუბრა ფეხბურთელის აგენტმა ვან ჰოიდონკმა, რომელიც წლების წინ “სელტიკის” მოთამაშე იყო.
“ვფიქრობ, ნადირ ჩიფჩის მაღალა დონეზე თამაში შეუძლია, თუმცა ამ თემაზე გლაზგოურ კლუბთან არ გვისაუბრია. მხოლოდ ვრცელდება ჭორი, რაზეც ყურადღებას ვერ გავამახვილებ”, – აღნიშნა ჰოიდონკმა.
23 წლის ნადირ ჩიფჩი ინგლისური “პორტსმუთის,” თურქული “კაისერისფორის” და ჰოლანდიური “ბრედას” ყოფილი ფეხბურთელია. 2013 წლიდან კი “დანდი იუნაიტედის” წევრია. მას უთამაშია ჰოლანდიის 17-წლამდე და თურქეთის 19-წლამდე ნაკრებებში.