ოთარ ჯავაშვილი პოლონეთში დაბრუნდა და პირველ დივიზიონში მოასპარეზე გდინიას “არკას” სარეზერვო შემადგენლობაში ვარჯიში განაახლა.
საფეხბურთო კლუბ “არკას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა საბუთებთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა მოაგვარა, რათა “ჰოინიცეს” დუბლშემადგენლობასთან ითამაშოს.
ჯავაშვილი “არკაში” მიმდინარე თვის დასაწყისში ჩაირიცხა, მაგრამ საჭირო დოკუმენტაციის არქონის გამო, ვერ თამაშობდა. ის ცოტა ხნით საქართველოში დაბრუნდა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა და ამჟამად, კვლავ პოლონეთშია.
22 წლის ჯავაშვილმა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი “ზუგდიდში” გაატარა, რომლის შემადგენლობაში 12-ჯერ ითამაშა.