ფეხბურთი

15:30 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ვარსკვლავს ინტერპოლი ეძებს

კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელ ფრედი რინკონზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა.

1990-იდან 2004 წლამდე, რინკონმა საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 84 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ევროპაში ის მადრიდის “რეალსა” და “ნაპოლიში” თამაშობდა, მაგრამ უფრო ცნობილი ბრაზილიაში თამაშით გახდა (“პალმეირასი”, “კორინთიანსი”, “სანტოსი”, “კრუიზეირო”).

რინკონის საქმე დიდი ხანია განიხილება ფულის გათეთრების საქმეში პანამაში. მას აკავშირებენ ნარკოკარტელის ყოფილ წევრ პაბლო რაიო მონტანოსთან. 2011 წლიდან დამნაშავეთა სიაში სულ 96 ადამიანი მოხვდა, მათი ნაწილი გაამართლეს, მაგრამ რინკონი მათ შორისაა, ვიზეც დაპატიმრების სანქცია გაიცა. პოლიციას დაყადაღებული აქვს ყოფილი ფეხბურთელის ორი ფერმა და საცხოვრებელი სახლები.

კოლუმბიაში უკვე გადააგზავნეს რინკონის საქმის დეტალები და პოლიციის უფროს როდოლფო პალომინოს მისი დაკავება დაევალა.

0.113552