ფეხბურთი

15:07 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელები უკრაინელებთან 0:3 დამარცხდნენ

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც გიორგი დევდარიანი წვრთნის, კიევში, ვიქტორ ბანიკოვის სახელობის სტადიონზე გამართული ამხანაგური შეხვედრა უკრაინელ თანატოლებთან 0:3 წააგო.

მასპინძლებმა ანგარიში მე-14 წუთზე დმიტრო კლიოცის დარტყმის მერე გახსნეს, ხოლო 29-ე წუთზე მარიან შვედმა ქართველები კარი მეორედ აიღო. 62-ე წუთზე ლადო მოხევიშვილმა თავის საჯარიმოში ზუბკოვი წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც მეორე ტაიმში შეცვალზე შესულმა ბექა ვაჩიბერაძემ ზუსტად დაარტყა.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ქურდაძე, ჩაბრაძე (დუმბაძე, 46), მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე, მოხევიშვილი (მამუჩაშვილი, 76), ხარაიშვილი, ბერიძე (გოგუაძე, 68), შულაია (ხორხელი, 46), კვირკვია, გოშთელიანი.

მე-40 წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა გაგი მარგველაშვილი გააფრთხილა. მე-60 წუთზე გიორგი ხარაიშვილის მაისურზე მოქაჩვისთვის “ყვითელი” ვაჩიბერაძემ მიიღო.

პირველი ამხანაგური მატჩი საქართველოსა და უკრაინის 19-წლამდელებს შორის 0:0 დანიშნა.

0.11342