როგორც “ევერტონის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კოსტარიკელმა ბრაიან ოვიედომ ვარჯიშზე მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა, რის გამოც მიმდინარე სეზონში მინდორზე გასვლას ვეღარ შეძლებს.
აღნიშნული ცნობა რობერტო მარტინესმა დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა. ამგვარად ფეხბურთელი მერსისაიდულ კლუბს პრემიერლიგის დარჩენილ 4 მატჩში ვერ დაეხმარება, შემდეგ კი “ოქროს თასის” გათამაშებას გამოტოვებს, რომელშიც კოსტა რიკის ნაკრები მონაწილეობს.
ბრაიან ოვიედო 2012 წლიდან “ევერტონის” წევრია. გასულ სეზონში მიღებული ტრავმის გამო პრემიერლიგის მხოლოდ 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე სეზონში კი 6 მატჩი ჩაატარა.