“ვილიარეალის” კარის დარაჯმა სერხიო ასენხომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” მატჩში მუხლის უსიამოვნო ტრავმა მიიღო.
მატჩი დასასრულს უახლოვდებოდა, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა, მაგრამ 25 წლის მეკარე მიწაზე ცუდად დაეშვა და ისე, თითქოს რაღაც ძალიან ტკიოდა, მინდორზე დაეცა. ის ხუან კარლოსმა მომენტალურად შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ასენხოს კარიერაში ურჯერ უკვე იყო მუხლის მძიმე ტრავმა, რომლის გამოც მას ერთხელ ექვსი, ხოლო მეორედ რვა თვე გაუცდა.
“უზომოდ შეწუხებული ვართ. იმედია, ყველაფერი ისე ცუდად არ იქნება, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა”, - განაცხადა “ვილიარეალის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ.
ბოლო ორი სეზონია ასენხო “ვილიარეალის” ძირითადი შემადგენლობის მეკარეა და ამ პერიოდში პრიმერა დივიზიონის 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მანამდე მას “ვალიადოლიდში”, “ატლეტიკოსა” და “მალაგაში” უთამაშია.