ფეხბურთი

13:49 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

  “ნიუკასლს” პაკო ხემესი სურს

როგორც Daily Express იუწყება, “ნიუკასლ იუნაიტედი” მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაკო ხემესის კანდიდატურას განიხილავს. ინგლისურ გუნდს ამჟამად ჯონი კარვერი ხელმძღვანელობს, თუმცა მასთან გრძელვადიანი თანამშრომლობა არ იგეგმება. მათ ასეთ ვარიანტად ესპანელი მწვრთნელი ესახებათ.

შეგახსენებთ კაჭკაჭებში ოთხწლიანი პერიოდი დაჰყო ალან პარდიუმ, შემდეგ კი “კრისტალ პალასში” არჩია კარიერის გაგრძელება. “ნიუკასლს” პარდიუსთან ხუთწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა და კლუბი ახალ მწვრთნელთა მიმართებაშიც ანალოგიური ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “ნიუკასლი” 35 ქულით მე-14 ადგილზეა.

რაც შეეხება პაკო ხემესს, 45 წლის ესპანელი მწვრთნელი ამჟამად “რაიო ვალეკანოში” მუშაობს. მისი გუნდი ლა ლიგაში 41 ქულით მე-11 ადგილზეა.

0.113995