ფეხბურთი

13:20 | 30.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი “ბარსელონას” წინააღმდეგ დამცავი ნიღბით ითამაშებს

მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ყბა მოიტეხა, ის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ მაინც ითამაშებს.

გერმანიის თასის ნახევარფინალში 26 წლის პოლონელი”დორტმუნდის” მეკარე ლანგერაკს შეეჯახა, რის შემდეგაც მას ექიმებმა უსიამოვნო დიაგნოზი დაუსვეს: ტვინის შერყევა, ზედა ყბისა და ცხვირის მოტეხილობა. თუმცა, “ბაიერნში” ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლევანდოვსკიმ 6 მაისს მოედანზე გასვლა შეძლოს.

“დარწმუნებული ვარ, რობერტი მოედანზე გავა. მას სპეციალურ ნიღაბს გაუკეთებენ და “ბარსელონას” წინააღმდეგ ასე ითამაშებს. გარდა ამისა, ჩვენი ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ, რათა ფრანკ რიბერის მწყობში ჩადგომაც მოესწროს”, - განაცხადა “ბაიერნის” გენერალურმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ბუნდესლიგის მოგებისა და გერმანიის თასიდან გამოვარდნის შემდეგ, მიუნხენელებს მიმდინარე სეზონში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე აქვთ საბრძოლველი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11201