“მანჩესტერ იუნაიტედი”, გუნდიდან ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეას წასვლის შემთხვევაში, კონტრაქტს ფრანგ კარის დარაჯს, უგო ლორისს გაუფორმებს.
მაგრამ “წითელი ეშმაკების” პრიორიტეტი დე ხეასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა და ამისათვის მზად არიან, 24 წლის ესპანელს ანაზღაურების სახით კვირაში 200 ათასი გირვანქა გადაუხადონ. მაგრამ დე ხეას ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი გრძელდება.
ლონდონის “ტოტენჰემის” კაპიტან უგო ლორისს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და გუნდის გამოცვლის სურვილსაც არ მალავს. ESPN-ის ცნობით, მანჩესტერელებს ლორისთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია კონტროლს ქვეშ აქვთ და თუკი დე ხეას საბოლოოდ წასვლას გადაწყვეტს, მას საფრანგეთის ნაკრების 28 წლის მეკარით შეცვლიან.
მაგრამ ჯერჯერობით ეს ყველაფერი ვარაუდებია და ყველაფერი დე ხეას გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია დე ხეაა დარჩება მაგრამ თუ მართლა თვითონ უნდა წასვლა მირჩევნია ეხლავე წავიდეს ძალით ნათამაშების დედაც ****
ლორისი ტოტენჰემზე ბევრად ძლიერ გუნდში უნდა იყოს,ძაან მაგარი მეკარეაა
ლორისის მაგივრად ლორია მეგონა მეთქი სულ მთკად გამოსირდენთქო
მოკლედ ზაფხულამდე გაგრძელდება ეს მკითხაობა,გუშინ დაიწერა ახანგრძლივებსო მოკლედ ვერ გაიგებ ვერაფერს,ლორისს რაც შეეხება დორტმუნდმა იყიდოს ჯობია,კარგი მეკარე ჭირდებათ და 1 წლის მერე კი იქნებიან ლიგაზე,რეალი დე ხეას თუ არა ბაიერის მეკარეს იყიდის მაშინ როგორც იწერება
კარგი შემცვლელი იქნება) იმედია დე ხეა არ წავა როგორც მოხალატე პენალდუ