ესპანეთის ჩემპიონატის 34-ე ტურის რვა შეხვედრა სამშაბათსა და ოთხშაბათს გაიმართა, ხოლო ორი მატჩის დღეს შედგება. ტური ლოგიკური შედეგებით წარიმართა და ყველა წამყვანმა კლუბმა მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შესაბამისად, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის სხვაობა კვლავ ორი ქულაა, კატალონიელთა სასარგებლოდ.
ტურის გახსნითი შეხვედრა “ნოუ კამპზე” შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მადრიდული “ხეტაფე” მიიღო და შავი დღე აყარა. გოლების აღწერას არ დავიწყებთ და გეტყვით, რომ კატალონიელებმა ერთმანეთზე ლამაზი ბურთები გაუტანეს მეტოქეს. “ბლაუგრანამ” პირველ ნახევარში ხუთი გოლი გაუტანა ვისენტე გუაიტას, ხოლო მეორე ტაიმში მეტოქე შეიბრალა და ერთი გოლი აკმარა – 6:0.
ბასკურ დერბიში “ბილბაომ” ”სან მამესზე” “სოსიედადი” მიიღო და რიცხობრივი უპირატესობით მიუხედავად, მხოლოდ ფრეს დასჯერდა. 51-ე წუთზე ხერმან რულის კარში პენალტი დაინიშნა და მოედნიდან მიკელ გონსალესი იქნა გაძევებული. 11-მეტრიანი ადურისმა ზუსტად შეასრულა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – მე-60 წუთზე დე ლა ბელამ თავის შანსი გამოეყენა და “ჩური ურდინს” ქულა მოუპოვა – 1:1.
პირველი დღის მესამე მატჩი “სიუდად დე ვალენსიაზე” გაიმართა, სადაც “ლევანტემ” ბოლო ადგილოსანი “კორდობა” მიიღო და დავიდ ბარალის გოლით დაამარცხა.
34-ე ტურის 5 შეხვედრა უკვე გუშინ გაიმართა. მადრიდის “რეალმა” უშუალო კონკურენტს მიბაძა და სუსტი “ალმერია” იოლად დაამარცხა შინ. “ბლანკოსს” აშკარად ეტყობოდა, რომ ურთულესი მატჩების წინ ძალებს ზოგავდა და ეს მათი თამაშის ხარისხზეც აისახა. პირველ ნახევარში მასპინძლებს ბევრი მომენტი არ ჰქონიათ, თუმცა გატანა მაინც მოახერხეს – 44-ე წუთზე ხამეს როდრიგესმა ულამაზესი გოლი გაუტანა რუბენს. მეორე ნახევარშიც მასპინძლები თავს არ იკლავდნენ, თუმცა კლუბებს შორის იმდენად დიდია სხვაობა, რომ მადრიდელებმა უპრობლემოდ მოახერხეს კიდევ ორი გოლის გატანა. 49-ე წუთზე დოს სანტოსმა ავტოგოლი გაიტანა, ხოლო 84-ე წუთზე ხავიერ ერნანდესის გადაცემით ალვარო არბელოამ იხეირა – 3:0.
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო “სევილიამ”, რომელმაც “იპარუადან” მოახერხა 3 ქულის წამოღება. სტუმრებმა პირველი ნახევარი კარლოს ბაკას დუბლით მოიგეს. მეორე ტაიმშიც “ეიბარმა” გაიბრძოლა და 51-ე წუთზე პიოვაკარმა ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა 64-ე წუთზე ხოსე ანტონიო რეიესმა კვლავ ორბურთიანი სხვაობით დააწინაურა თავის გუნდი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.
“სელტამ” საკუთარ მოედანზე “მალაგა” მიიღო და ნოლიტოს მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოახერხა დამარცხება.
ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა “ელ მადრიგალზე” ჩატარდა, სადაც ადგილობრივი “ვილიარეალი” მადრიდის “ატლეტიკოსთან” დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, პირველ ნახევარში გოლის გატანის ყველაზე კარგი შანსი მასპინძლებს 34-ე წუთზე ჰქონდათ, ვიქტორ რუისი თავური დარტყმით ცდილობდა ანგარიშის გახსნას, თუმცა იან ობლაკმა საოცარი რეაქცია გამოავლინა, ხოლო დამატებაზე ხერარდ მორენოს დარტყმული დიეგო გოდინმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. ერთადერთი გოლი 76-ე წუთზე გავიდა, სრულიად უწყინარ სიტუაციში ერიკ ბაილიმ ბურთი ფერნანდო ტორესს ჩააბარა და გოლი გამოიგონა. ფერნანდომ ბაილი და ასენხიო მარტივად ჩამოიშორა და როგორც უმაღლესი კლასის თავდამსხმელს ეკადრება, აუღელვებლად ცარიელ კარში შეაგორა ბურთი. დარჩენილ დროში ორივე გუნდს შეეძლო გატანა, 82-ე წუთზე ანტუან გრიზმანს ყველაფრის დასრულება შეეძლო, მაგრამ ასენხიომ აჯობა. მატჩის 94-ე წუთზე კი, მარიო გასპარს ჰქონდა გათანაბრების ჩინებული შანსი, თუმცა ოდნავ დააკლდა სიზუსტე – 0:1. “ატლეტიკო” 75 ქულით მყარადაა მე-3 ადგილზე.
ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი კლუბების ჯახი შედგა “მარტინეს ვალეროზე”, სადაც ადგილობრივმა “ელჩემ” ლა კორუნიის “დეპორტივო” გაანადგურა. მასპინძლებმა გალისიურ კლუბს თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანეს და შერცხვენილი გაუშვეს შინ. “ელჩე” გასავარდ ზონას უკვე 8 ქულით მოცილდა, ხოლო “დეპორტივო” მე-18 ადგილზეა, “ალმერიასა” და “ეიბარს” 2 ქულით ჩამორჩება და კალენდრის გათვალისწინებით, საუკეთესოთა შორის დარჩენა ძალიან გაუჭირდება.
ბარსელონა – ხეტაფე 6:0 (5:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, მატიე, ბრავო, ადრიანო, ალვეში (მონტოია 68), ბუსკეტსი (რობერტო 46), ხავი (პედრო 59), რაფინია, მესი, ლ.სუარესი, ნეიმარი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ალექსისი, ლაგო, აროიო, ხ.როდრიგესი (ფელიპი 65), ლასენი, ჰინესტროზა, ბუენდია, ლეონი (ესკუდერო 76), ბაბა (ი.ლოპესი 49).
მწვრთნელი: პაბლო ფრანკო
გოლები: 1:0;6:0 მესი (9 პენ;47), 2:0;5:0 სურესი (25;40), 3:0 ნეიმარი (28), 4:0 ხავი (30).
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 73%-27%, დარტყმა: 21(12)-7(3), ჯარიმა: 11-5, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-3, სეივი: 3-6
ლევანტე – კორდობა 1:0 (1:0)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (5-3-2): მარინიო, რამისი, ვინტრა, ხუანფრანი, მორალესი (კარაბელასი 84), ივანი, სისოკო (ხოსე მარი 69), სიმაო, კამარასა, კასადედუსი (უჩე 75), ბარალი.
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
კორდობა (4-4-2): ხ.კარლოსი, დეივიდი (ჰელდონი 69), ი.ლოპესი, კრესპო (გუნინო 46), ედიმარი, კრინი, ვიკო, ლუსო, ფიდელი (კარტაბია 61), ბებე, გილასი.
მწვრთნელი: ხოსე ანტონიო რომერო
გოლი: ბარალი 41.
გაფრთხილებები: კასადედუსი, ხოსე მარი, კარაბელასი – დეივიდი, ი.ლოპესი, გუნინო
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 13(3)-8(1), ჯარიმა: 17-10, კუთხური: 6-5, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-2
ბილბაო – სოსიედადი 1:1 (0:0)
ბილბაო, “სან მამესი”
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, გურპეგი, ბალენსიაგა, ირაოლა, სან ხოსე, ბენიატი (მ.რიკო 78), აკეჩე (დე მარკოსი 63), სუსაეტა (ვიგუერა 72), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
სოსიედადი (4-2-3-1): რული, ი.მარტინესი, მ.გონსალესი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, პარდო, ბერგარა, ჩ.კასტრო (ელუსტონდო 55), ზურუტუზა, პრიეტო, ველა (კანალესი 78).
მწვრთნელი: დევიდ მოიესი
გოლები: 1:0 ადურისი (52 პენ.), 1:1 დე ლა ბელა (60).
გაფრთხილებები: ბალენსიაგა, ლაპორტე – დე ლა ბელა, პარდო
გაძევება: მ.გონსალესი 51.
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 11(3)-13(8), ჯარიმა: 16-13, კუთხური: 7-3, თამაშგარე: 6-1, სეივი: 7-2
რეალი – ალმერია 3:0 (1:0)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
რეალი (4-3-3): კ.ნავასი, პეპე, ვარანე, კოენტრაო, არბელოა, ილარამენდი, კროოსი, ხამესი, ხესე, რონალდუ, ერნანდესი.
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ტრახილიო, მ.დოს სანტოსი, ხ.ნავარო, დუბარბიერი, ვერზა, ტეიე, მანე, კორონა, მენდეში, ჰემედი.
მწვრთნელი: სერხი ბერხუანი
გოლები: 1:0 ხამესი (44), 2:0 მ.დოს სანტოსი (49), 3:0 არბელოა (84).
გაფრთხილებები: კოენტრაო
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 18(4)-7(0), ჯარიმა: 9-12, კუთხური: 10-4, თამაშგარე: 0-0, სეივი: 0-1
ეიბარი – სევილია 1:3 (0:2)
ეიბარი, “იპარუა”
ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ანიბარო, კასტელიანო, ვილა (აბრაჰამი 71), ბოვედა, დ.გარსია, ბორხა, არუაბარენა (ლეკიჩი 81), დელ მორალი, კაპა (ლარა 81), პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
სევილია (4-4-2): ს.რიკო, არიბასი, კოლოძიეჩაკი, კოკე, ფ.ნავარო, იბორა, მ’ბია, რეიესი (დ.სუარესი 67), ვიდალი, ასპასი (გამეირო 61), ბაკა (ბანეგა 75).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1;0:2 ბაკა (7;15), 1:2 პიოვაკარი (51), 1:3 რეიესი (64).
გაფრთხილებები: კასტელიანო, პიოვაკარი – იბორა, ვიდალი
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ბურთის ფლობა: 62%-38%, დარტყმა: 15(3)-12(6), ჯარიმა: 17-10, კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-1, სეივი: 3-2
სელტა – მალაგა 1:0 (0:0)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, მალიო, ხონი, ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი (მინა 64), კრონ-დელი (ა.ლოპესი 72), ორელიანა, ნოლიტო, ჩარლესი (ლარივეი 80).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
მალაგა (4-2-3-1): კამენი, ველიგტონი, ანხელერი, როსალესი, მ.ტორესი, დარდერი (რესიო 88), ტისონე, დუდა (ხუანმი 65), სამუელი, ჰორტა (კასტილიეხო 65), ამრაბატი.
მწვრთნელი: ხავი გრასია
გოლი: ნოლიტო 89.
გაფრთხილებები: ნოლიტო, ა.ფერნანდესი – დარდერი, ტისონე, ველიგტონი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი
ბურთის ფლობა: 65%-35%, დარტყმა: 14(2)-7(2), ჯარიმა: 6-13, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-1
ვილიარეალი – ატლეტიკო 0:1 (0:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო (ხ.კარლოსი 85), რუისი, ბაილი, გასპარი, ჯოკიჩი, ტრიგეირასი, მინა, რუკავინა (მ.გომესი 46), ხ.კოსტა, ხ.მორენო (სოლი 85), კემპბელი.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, მირანდა, გოდინი, გამესი, ხუანფრანი, გაბი (რ.გარსია 69), ტიაგო, კოკე, თურანი (საული 62), მანძუკიჩი (ფ.ტორესი 62), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: ფ.ტორესი 74.
გაფრთხილებები: გაბი, გამესი, ობლაკი, მირანდა, ხუანფრანი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 13(3)-12(3), ჯარიმა: 5-18, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 3-4, სეივი: 2-3
ელჩე – დეპორტივო 4:0 (2:0)
ელჩე, “მარტინეს ვალერო”
ელჩე (4-2-3-1): ტიტონი, კომბანი, როკო, სისმა, დ.სუარესი, პასალიჩი, მოსკერა, ვ.როდრიგესი (გ.როდრიგესი 84), ა.ნიგუეზი (ა.გონსალესი 69), ფაჟრი (კორო 88), ჯონათასი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
დეპორტივო (4-2-3-1): ფაბრი, სიდნეი, ლოპო, ლუისინიო, ხუანფრანი, ბორგესი, ბერგენტინოსი, ხ.დომინგესი (სალომაო 54), ლ.პერესი (ფარინა 63), კავალეირო (ტოჩე 69), რიერა.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
გოლები: 1:0 ჯონათასი (6), 2:0 ლომბანი (20 პენ.), 3:0 პასალიჩი (54),4:0 გ.როდრიგესი (91)
გაფრთხილებები: დ.სუარესი - ლოპო, ლუისინიო
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 12(7)-10(5), ჯარიმა: 7-10, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 6-3, სეივი: 5-3