“პარი სენ ჟერმენმა” 22 წლის მარჯვენა მცველის, სერჟ ორიეს ტრანსფერი გამოისყიდა. ეს ინფორმაცია პარიზელებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
ორიე “ტულუზადან” პსჟ-ში გასულ ზაფხულში გადავიდა. დღემდე, მას პარიზელებთან არენდის ხელშეკრულება აკავშირებდა, მაგრამ კლუბის წარმომადგენლებმა მასთან კონტრაქტის 2019 წლამდე გაფორმება გადაწყვიტეს.
სერჟ ორიემ, ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, 12 თამაში ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.