სხვა

16:58 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი: “ყიფიანი კარგი მინისტრი იყო”

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტის ლევან ყიფიანის გადადგომის შემდეგ სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს.

დავით ქევხიშვილი (ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი): “ლევან ყიფიანის გადადგომა საწყენი ფაქტია, ის მართლა კარგი მინისტრი იყო. ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით. მის დროს ბევრი სისტემური ცვლილება მოხდა. გული მწყდება, რომ ამ ფორმატში ვეღარ ვიურთიერთებთ, მაგრამ როგორც ბატონმა ლევანმა განაცხადა, ის სპორტში რჩება, რაც სასიხარულოა”.

მიხეილ გაბრიჩიძე (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “სიმართლე გითხრათ, ლევანის ამ გადაწყვეტილებას არ მოველოდი. მეც დილით გავიგე ამის შესახებ. ჩვენ კარგად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით, ნამდვილად სამწუხარო ფაქტია”.

გია ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “მე არ ვიცი რის გამო დატოვა ლევან ყიფიანმა თანამდებობა. არამგონია ეს პარლამენტარების გამო მომხდარიყო. ეს ქართული სპორტისთვის ძალიან ცუდი ფაქტია. რადგან უკვე დაგეგმილი იყო მრავალი პროექტი”.

0.120388