ფეხბურთი

14:20 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” “ჩარლტონის” ვუნდერკინდის გადაბირება უნდა

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონის “არსენალს” “ჩარლტონის” 17 წლის მცველის იოზეფ დეივ გომესის ყიდვა სურს. ახალგაზრდა ფეხბურთელი ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.

“ჩარლტონის” აკადემიის აღზრდილი მოთამაშე მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დააწინაურეს და გომესმა 23 მატჩის ჩატარება მოასწრო. მცველი მოედანზე საშუალოდ 72 წუთის ატარებს, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

“მეთოფეთა” სამიზნის სატრანსფერო ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს. იოზეფს ჩემპიონშიფის ბინადართან კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს.

0.113891