ფეხბურთი

13:35 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” იანუზაის “ევერტონში” გაანათხოვრებს

ინგლისური მედიის ინფორმაციით, ბელგიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ადნან იანუზაი მომდევნო სეზონს იჯარის წესით ლივერპულის “ევერტონში” გაატარებს.

“წითელი ეშმაკების” თავკაცი ლუის ვან გაალი 20 წლის ბელგიელს მთავარი გუნდის წევრად ვერ მიიჩნევს და ფეხბურთელისთვის “ევერტონში” გადასვლა პრაქტიკის და თავის გამოჩენისთვის კარგი იქნება.

მიმდინარე სეზონში იანუზაი მანჩესტერელთა მთავარი გუნდის მაისურით მოედანზე 20 შეხვედრაში გამოჩნდა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. სარეზერვო შემადგენლობაში კი 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113785