ჩოგბურთი

0:08 | 29.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძის გამარჯვება ყაზახეთში

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 15-ათასიანი ტურნირში ჩაერთო და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ცივაძემ კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – ესპანელ მიგელ-ანხელ ლოპეს ხაენს 6:3, 3:6, 6:3 სძლია და მერვედფინალში “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახ არსან არაშოვს გაეჯიბრება.

ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხის 10-ათასიან ტურნირში თამაშობს თამარ ჭალაგანიძე. ის ერთეულთა ბადის პირველ მატჩს კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ სოფი მუნტეანთან (საფრანგეთი) ჩაატარებს.

წყვილებში ჭალაგანიძე და ესპანელი ნურია პარიზას-დიაზი ტაილანდურ დუეტთან (მომკონტოდი-პლიპუეჩი) 3:6, 6:7 (5:7) დამარცხდნენ.

0.128366