ფეხბურთი

23:32 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნუგზარ ლობჟანიძე: “ბათუმში ოლიმპიური სტადიონი აშენდება”

ბათუმის “დინამოს” ახალი სტადიონის აშენების კონკურსში დამარცხებულმა კომპანიებმა პოლონურმა “პერბომ” და ქართულმა “ჯეოფისმა” გამარჯვებული ესპანური კომპანიის IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT – ის პროექტი გააკრიტიკეს.

“ესპანურ პროექტს გადავხედეთ და ვნახეთ, რომ უეფასა და ფიფას მოთხოვნები დარღეულია. ასევე, ამ სტადიონს ვერ დაერქმევა ოლიმპიური სტადიონი. აუცილებელია დამატებითი სარბენი ბილიკები და ასევე უნდა იყოს სათადარიგო მინდორი. შემიძლია ჩემს თავზე ავიღო პასუხისმგებლობა და ვთქვა, რომ ეს არ იქნება ოლიმპიური სტადიონი – განაცხადა “ჯეოფისის” დირექტორმა გიორგი გოგოლაძემ TVS-თვის მიცემულ ინტერვიუში.

“მთავარი ტრიბუნა, რომელიც არის აღმოსავლეთ მხარეს, უნდა იყოს სხვა მხარეს. ის პროექტი, რომელიც ესპანურმა ფირმამ წარმოადგინა, შემოსასვლელი გააკეთა საპირისპირო მხარეს, აღმოსავლეთ მხარეს. ეს არის დაუშვებელი, რადგან ყველა პარამეტრი გულისხმობს, რომ დასავლეთი მხარიდან უნდა შემოვიდეს მაყურებელი. ასევე ესპანური კომპანიის მიერ წარმოდგენილ სურათებში სტადიონის გადახურვის სისტემა საკმაოდ ბუნდოვანია” – აღნიშნა “პერბოს” წარმომადგენელმა იური კოროლიშინმა TVS-თან საუბარში.

გიორგი გოგოლაძემ და იური კოროლიშინმა ესპანური კომპანიის მთავარ ნაკლად გამოუცდელობა მიიჩნიეს, რაზეც ქალაქ-მშენებლობის დეპარტამენის უფროსმა ნუგზარ ძნელაძემ საპირისპირო განცხადება გააკეთა.

“ესპანურ კომპანის აქვს მსგავსი ტიპის სამუშაოები შესრულებული, როგორც საპროექტო ასევე განახლების პროექტირებაში. ეს სამუშაოები შეასრულეს რამდენიმე ქვეყანაში. მაგალითად ბრაზილიაში. გამოცდილება უმნიშვნელოვანესი მომენტია და ჩვენ ეს ფაქტორი გავითვალისწინეთ” – განაცხადა ნუგზარ ძნელაძემ.

აღნიშნულ თემას ესპანურ კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT –ის წარმომადგენელი მამუკა ლობჟანიძე გამოეხმაურა.

“ეს სტადიონი ნამდვილად იქნება ოლიმპიური და ნამდვილად იქნება ფიფას მეოთხე კატეგორიის მოთხოვნის შესაბამისი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამუშაო არ იქნება მიღებული კლიენტის მიერ და არ იქნება შესაბამისი საფასური გადახდილი” – აღნიშნა მამუკა ლობჟანიძემ TVS-თან საუბარში.

შეგახსენებთ, გასულ თვეში ბათუმის სტადიონის აშენების კონკურსში თერთმეტი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ კი გამარჯვებული ესპანური მხარე გამოვიდა.

0.135432