ფეხბურთი

22:58 | 28.04.2015 | ნანახია 4595 - ჯერ

შენგელია “ლილში”

ფოთის „კოლხეთის“ პრესსამსახურის ცნობით, საფეხბურთო ტრანსფერებზე მომუშავე ბელგიური კომპანია ,,vision foot''-ის მეშვეობით, რომელთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს ,,კოლხეთი 1913''-ის სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია, შესაძლებელი გახდა ფოთელთა რიგებში მოასპარეზე ფეხბურთელის ლევან შენგელიას სინჯებზე მიწვევა ფრანგულ ,,ლილში“.

,,ლილი'' საფრანგეთის 3 გზის ჩემპიონია, ხოლო ქვეყნის თასი 6 ჯერ აქვს მოპოვებული. შენგელია საფრანგეთში სავარაუდოდ 15 მაისისთვის გაემგზავრება. ასევე ცნობილი გახდა, რომ კლუბებს შორის შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ჩრდილოეთ საფრანგეთში მდებარე ქალაქში, ,,ლილის'' თავმჯდომარის მიშელ სეიდოს და მწვრთნელის რენე ჟირარის (წარსულში საფრანგეთის ნაკრების წევრი) ინიციატივით, მაისის ბოლოს საფრანგეთში ოფიციალურად მიწვეული არიან ,,კოლხეთი 1913''-ის გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია და სპორტული დირექტორი ლაშა ჯაკობია. შეხვედრაზე განიხილება გუნდებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები (ტრანსფერები, ფეხბურთელთა ურთიერთგაცვლა და სხვა).


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:50 | 01.05.2015
Ika Kinkladze (157)

აზრი 3 ან 4 წელს იტამაშებს მერე თავში აუარდება როგორც ქართველებს გჩვევია და ვსიო მოკვდა კარიერა

19:26 | 29.04.2015
ogafa (10220)

წარმატებები კაია

18:38 | 29.04.2015
stoikovich (5984)

მიდი შე კაცო, იქნება კარგი თვალით შეგხედონ... წარმატებები რა თქმა უნდა.

17:22 | 29.04.2015
Walkabout (1869)

მასე წვერ-ულვაშით ნუ დაადგები ეხლა თავზე ფრანგებს...))
წარმატებები...

11:18 | 29.04.2015
Kala94 (6114)

წარმატებები !

11:15 | 29.04.2015
Torres9 (12692)

მიდი რა მოინდომე ეგებ დარჩე

09:43 | 29.04.2015
braziliano84 (1301)

წარმატებები,კარგი იქნება თუ დაიმკვიდრებს თავს ლილში...

09:28 | 29.04.2015
BEERTRANCE (97819)

წარმატებები

08:30 | 29.04.2015
T O R P E D O (284)

ქუთაისელია ლევან შენგელიას შვილიშვილი. მაგარია თუ წაიყვანა ლილმა

09:11 | 29.04.2015
კოლხი! (224)

არაა ქუთაისელი :/

09:16 | 29.04.2015
T O R P E D O (284)

ბალახვანში ცხოვრობს წერეთლის მინიზე ვარჯიშობდა. მაგარი კაცია ისე მონდომებულია

09:25 | 29.04.2015
კოლხი! (224)

ბალახვანში ალბათ ტორპედოში როცა იყო მაშინ, ისე სამტრედიელი ვარ და 7 წლიდან თბილისში ვცხოვრობო მე მითხრა )

08:42 | 29.04.2015
T O R P E D O (284)

თუ რევაზი ქვია ბაბუამის

08:21 | 29.04.2015
კოლხი! (224)

საღოლ შენგე! ძაან მაგარი ბიჭია და აქვს მონაცემები, ცოტა მოუმატოს და დაიმკვიდრებს ადგილს ლილშიც! კიდევ ყავს კოლხეთს მაღალი დონის ფეხბურთელები და ვინც წავა, იმედია მსგავს კლუბებში ითამაშებენ! წარმატებები ლევან !!

08:00 | 29.04.2015
rambe (205)

ეს ბიჭი ტორპდოში იყო, მაგრამ არ დაიტოვეს, მაგარი ბიჭია

08:22 | 29.04.2015
კოლხი! (224)

არ დაიტოვეს არა, მისით გადმოვიდა კოლხეთში )

08:30 | 29.04.2015
T O R P E D O (284)

მიტო გადმოვიდა სასტავს არ ათამაშებდენ და დაბალ ხელფასზე იყო

09:13 | 29.04.2015
კოლხი! (224)

კოლხეთში ხო რას ამბობ იმხელა ხელფასი მისცეს ვერ თქვა უარი :დდ მაგარი ბიჭია და გაქაჩავს ლილშიც!

23:18 | 28.04.2015
ალ პაჩინო (125)

საღოლ კაი ნიუსია

23:10 | 28.04.2015
Becks23 (1117)

ვავა მაგარი ინფორმაციაა პაპუნაშვილიც რო წაიყვანონ ისე რომელიმე ესეთ გუნდში მჯერა ძან თავისუფლად გაქაჩავს

23:30 | 28.04.2015
dinamotb1925 (1350)

ახლანდელი პაპუნაშვილი ვერსად ვერ გაქაჩავს ვაფშე 2 თამაშში ერთხელ ვერ გაცდა ცხინვალის მარცხენა მცველს მაგან სად უნდა გაქაჩოს. კაკაბაძეს და ცინცაძეს გარდა დინამოდან სერიოზულ ჩემპიონატს ვერ გაქაჩავს ვერცერთი ჯერჯერობით პარუნაშვილიც გაქაჩავდა ფიზიკურად ძაან სუსტი რომ არ იყოს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12389
სარეკლამო ადგილი - 99
X x X