კალათბურთი

22:05 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა

საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ,,მგზავრები-არმია’’ და ,,რუსთავი’’ ხვდებოდნენ, სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ,,რუსთავი’’ რეგულარულს მე-4 ადგილზე ასრულებდა, ,,მგზავრები-არმია’’ კი მე-8-ზე.

სწორედ ამაზე გაამახვილეს ყურადღება მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გუნდების მწვრთნელებმა. ,,მგზავრები-არმიის’’ დამრიგებელმა ბუბა ბერიშვილმა განაცხადა, რომ მის გუნდს მოგების მეტი მოტივაცია ჰქონდა, რადგან ცხრილში ბოლო ადგილზე იყო და პლეი ოფის წინ გამარჯვების მოპოვებით მოთამაშები ფსიქოლოგიურად განეწყობოდნენ.

მოიგო იმან, ვისაც მეტად სჭირდებოდა გამარჯვება. ,,მგზავრები-არმიამ’’ საწყისი 3 მეოთხედი იოლად მოუგო რუსთაველებს, 16 ქულით დაწინაურდა და საბოლოოდ უპირატესობაც იოლად შეინარჩუნა. გამარჯვებულებს 18 ქულით ტამირ ჯეკსონმა ულიდერა, 17 ქულა მოაგროვა მერაბ ბოქოლიშვილმა, ადრიკ მაკკინმა კი ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 18 მოხსნა გაიფორმა. რუსთაველთაგან 17 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო შედეგი აკაკი დვალიშვილმა დააფიქსირა.

სტატისტიკა

,,მგზავრები-არმია’’ პლეი ოფში ,,დინამოს’’ შეხვდება, ხოლო ,,რუსთავი’’ - ,,ოლიმპს’’. საკალათბურთო სუპერლიგის პლეი ოფი 4 მაისიდან დაიწყება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მინდა ბიჭებს მივულოცო ეს გამარჯვება. ცხრილში არაფერი იცვლებოდა ამ თამაშით არ ჩვენთვის და არც ,,რუსთავისთვის’’,თუმცა ჩვენთვის, როგორც ბოლო ადგილზე მყოფი გუნდისთვის, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო მოგება. მითუმეტეს, ,,დინამოს’’ ვხვდებით და ეს გამარჯვება განწყობის შექმნისთვისაც საჭირო იყო. ვიტყოდი, რომ დაცვაშიც, შეტევაშიც, პირველ შეტევაშიც ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებმა. გვქონდა გარკვებული შეცდომები, თუმცა პლეი ოფებისთვის შევეცდებით ესეც გამოვასწოროთ.

მიხეილ ბერუაშვილი(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ბუბას და მის გუნდს გამარჯვებას. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ დაცვაში. ეს ანგარიშზეც აისახა. შეცდომების გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო გვრჩება და ვეცდებით, პლეი ოფებში უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.

გუნდი მ/წ. ბურთები ქულა
1 დინამო 14 11 / 3 1161 / 1006 25
2 შსს აკადემია 14 10 / 4 1101 / 1008 24
3 ქუთაისი 14 10 / 4 1107 / 1061 24
4 რუსთავი 14 8 / 6 1151 / 1124 22
5 ოლიმპი 14 6 / 8 1104 / 1125 20
6 ბათუმი 14 5 / 9 1068 / 1110 19
7 სოხუმი 14 3 / 11 1082 / 1219 17
8 მგზავრები-არმია 14 3 / 11 959 / 1080 17

superleague.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113139