საქართველოს და უკრაინის 19-წლამდე ნაკრებების ამხანაგური თამაში კიევის “ბანიკოვის” სტადიონზე ფრედ 0:0 დასრულდა. ქართველი ფეხბურთელები მცირე სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს. დღევანდელ მატჩში გიორგი დევდარიანმა შემდეგი თერთმეტი მოთამაშე დააყენა სასტარტო შემადგენლობაში:
გოშაძე, ჩაბრაძე, მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე (კაპიტანი), მოხევიშვილი, ხარაიშვილი, ბერიძე, შულაია, კვირკვია, გოშთელიანი
სათადარიგო შემადგენლობა: ქურდაძე, ჭკუასელი, ხორხელი, გოგუაძე, მამუჩაშვილი, დუმბაძე
ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი 30 აპრილს იგეგმება, შემდეგ კი დევდარიანის გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წაგებებს არ ვწერთ
თვითონ ლებრონს ძალიან კარგი თამაში ქონდა და დადეთ მისი ბრალი ყველაზე ნაკლებადაა ეს წაგებაა
სტატისტიკას რო გადავხედე ყველას ნორმალური თამაში ქონდა კორვერის და სმიტის გარდა და ეს იყო წაგების მთავარი მიზეზი. თან მილუოკიმაც კარგი კალათბურთი ითამაშა როგორც ჩანს