კალათბურთი

21:10 | 28.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

„ოლიმპი“ „ბათუმს“ მადლობას უხდის

საკალათბურთო კლუბი "ოლიმპი" საჯაროდ უხდის მადლობას "ბათუმს" დღევანდელი მატჩის დროს გამოჩენილი გულისხმიერებისთვის.

დღეს 11:45 საათზე, "ოლიმპი", სპორტკომპლექსი "არენა1"-ის დარბაზში "ბათუმს" მასპინძლობდა. ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ ტაბლოს გაუმართაობის გამო, მეორე მეოთხედის დასრულებისთანავე თამაში შეჩერდა. პრობლემის აღმოფხვრა სუპერლიგის რეგულაციით დადგენილ 15 წუთში ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც "ბათუმს" უფლება ჰქონდა უარი განეცხადებინა თამაშის გაგრძელებაზე და "ოლიმპს" წაგება და 0 ქულა ჩაეთვლებოდა აღნიშნულ მატჩში.

"ბათუმის" წარმომადგენლებმა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა გამოიჩინეს გულისხმიერება, პრობლემის გაჭრას 40 წუთი ელოდნენ და თანხმობა განაცხადეს მატჩის გაგრძელებაზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.087671